სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ „საჯარო პოლიტიკის“ საბაკალავრო პროგრამის მეხუთე სემესტრის გიორგი ჯოხაძის განცხადების 14859/30; 16.08.2023 საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი ჯოხაძის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,საჯარი პოლიტიკა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სანდრო ტაბატაძე –ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- თამარ ქარია - ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი;
- ელენე გელაშვილი - მოწვეული ლექტორი.
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.